ლიფტში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მეზობელმა იპოვა! – ახალი დეტალები

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში, კორპუსში ჩაცხრილული 2 პირი 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარია. ისინი ამავე კორპუსის მცხოვრებლები იყვნენ. მთავართან მოქალაქე ამბობს, ლიფტში ჩაცხრილული ადამიანები მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.

სამსახურიდან სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  60 წელს გადაცილებულიწყვილი ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *