20-მდე არასრულწლოვანის ჩხუბზე სავაჭრო ცენტრში შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, […]

Continue Reading

1 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ნოემბერს წინასწარმეტყველი იოელის, მოწამე უარის და შვიდი ქრისტიანი მასწავლებელის, ნეტარი კლეოპატრას და მისი ძის იოანეს, მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთან 128 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა წინასწარმეტყველი იოველი წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა […]

Continue Reading