მედია – მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დააკავეს

დღის სიახლეები საზოგადოება
გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის უსმან ნურმაგომედოვი, აბუ-დაბიში დააკავეს. “მთავარის” ინფორმაციით, ამის შესახებ  სოციალურ ქსელში რამდენიმე სპორტული გამოცემა იუწყება.
მათი ცნობით, ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს, შესაძლოა, 2-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეთ ჯგუფური თავდასხმის გამო.
დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *