თბილისში სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარი არიან.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.
ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



