ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

დღის სიახლეები ეკონომიკა

www.ekalata.gov.ge–ზე პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს.

საბაზისო არასასურსათო პროდუქტების ჩამონათვალშია:

  • კბილის ჯაგრისი
  • კბილის პასტა
  • ხელის თხევადი და მყარი საპონი
  • შამპუნი
  • ტუალეტის ქაღალდი
  • ჭურჭლის სარეცხი სითხე
  • სარეცხი საშუალება ფხვნილი და გელი
  • სუფრის ხელსახოცი

11:00 საათის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარია. 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტის მიხედვით, კი ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.

პორტალზე ამ დროისთვის წარმოდგენილია 13 ლიდერი სუპერმარკეტის ქსელის 440 საუკეთესო შეთავაზება.

ცნობისთვის, 24 ივნისს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათა პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, ekalata.gov.ge წარადგინა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *