2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, ივლისში საბაზო ინფლაცია 3.8% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-12.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3 პროცენტი), თევზეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (2.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-6.4 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადსა (2.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (1.3 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი).
bpn.ge
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
