რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ცნობით, რუსი ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები საქართველოში მოგზაურობებზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
„ამ ეტაპზე რუსების მიერ საქართველოში მოგზაურობაზე მასობრივი უარის ან ბოიკოტის ტენდენციის შესახებ საუბარი ნაადრევია. ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებაზე მოთხოვნის სისტემურ შემცირებას არ აფიქსირებენ.
შესაძლოა, იყოს გაუქმების ან ახალი ამბებით შეშფოთებული ტურისტების მოთხოვნების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ეს ბაზარზე მდგრად ცვლილებაზე არ მიუთითებს,“ – წერს ტურინდუსტრიის კავშირი.
კავშირს, ასევე, არ აქვს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ტურისტული სააგენტოები მასიურად წყვეტდნენ საქართველოში ტურების გაყიდვას ან კლიენტებს სომხეთში ან შიდა მიმართულებებზე მიზანმიმართულად ამისამართებდნენ.
„თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტოები ალტერნატივებს ტურისტის სურვილებისა და სიტუაციისადმი მათი დამოკიდებულების საფუძველზე სთავაზობენ, მაგრამ ეს კლიენტებთან მუშაობის გავრცელებული პრაქტიკაა და არა ბაზრის ჩამოყალიბებული ტენდენციის ნიშანი,“ – წერს კავშირი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
