1 მილიარდ 101 მილიონის შემოსავალი მოგზაურებისგან – რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება ტურისტების რეკორდული რაოდენობა

დღის სიახლეები ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 195 მილიონ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3% და 65%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ დოლარამდე.

2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან  და დიდი ბრიტანეთიდან  152,975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *