დოლარი ისევ იაფდება – ვალუტის კურსი 17 ივლისის

დღის სიახლეები ეკონომიკა

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6333 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0191 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5568 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 5.60 თეთრი შეადგინა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *