რა ღირს საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან.

უფრო კონკრეტულად, ას ქვეყანას შორის თურქეთი მე-16, აზერბაიჯანი კი 71-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, მარკეტებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი თურქეთში 19 დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში 10 დოლარს აჭარბებს.

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი (მე-16 ადგილი) – 19.98 დოლარი;
  • სომხეთი (45-ე ადგილი) – 13.11 დოლარი;
  • რუსეთი (59-ე ადგილი) – 11.28 დოლარი;
  • საქართველოს (66-ე ადგილი) – 10.79 დოლარი;
  • აზერბაიჯანი (71-ე ადგილი) – 10.57 დოლარი.

სად ღირს საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი და იაფი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 43 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი ნიგერიაშია და 3 დოლარს აღემატება.

5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია – 43.66 დოლარი;
  • ნორვეგია – 30.65 დოლარი;
  • ლუქსემბურგი – 26.43 დოლარი;
  • ისრაელი – 26.03 დოლარი;
  • სინგაპური – 26.01 დოლარი.

იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:

  • ნიგერია – 3.13 დოლარი;
  • ბოლივია – 4.47 დოლარი;
  • პაკისტანი – 4.89 დოლარი;
  • ინდოეთი – 5.13 დოლარი;
  • ნეპალი – 5.16 დოლარი.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *