6 თვეში ბანკების მოგებამ 1.878 მლრდ ლარი შეადგინა – რომელი მათგანი გამდიდრდა ყველაზე მეტად

დღის სიახლეები ეკონომიკა

2026 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1.878 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.

სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1.558 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი “ვი-თი-ბი”-სთვის აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების 88% კვლავ მხოლოდ 2 ბანკზე – „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ბანკების/მიკრობანკების მოგება ასე გადანაწილდა:

  • „საქართველოს ბანკი“ – 966 568 822 ლარი;
  • „თიბისი ბანკი“ – 683 867 763 ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 74 025 007 ლარი;
  • ლიბერთი ბანკი“ – 52 834 638 ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 43 866 745 ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 18 009 541 ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 16 341 047 ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 15 334 419 ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 12 226 823 ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ – 8 703 877 ლარი;
  • „იშ ბანკ“ – 7 447 494 ლარი;
  • „პეივ ბანკი“ – 5 599 297 ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 3 977 948 ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 3 711 149 ლარი;
  • მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 1 792 515 ლარი

რაც შეეხება 2026 წლის 6 თვეში ზარალიან ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

  • „ვითიბი ბანკი“ – 14 989 341 ლარი;
  • „სილქ ბანკი“ – 13 833 540 ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 6 208 203 ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 1 199 675 ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

bpn.ge

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *