თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება

დღის სიახლეები ეკონომიკა

“თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება”- ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნარიმან ფიცხელიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის თხევადი გაზის გასამართი სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

„ფასი მუდმივად იზრდება მომწოდებლების მხრიდან, ბირჟებზე მუდმივი გაძვირება და შეფერხებები მიმდინარეობს. შესაბამისი შედეგი ამ დღეებში უკვე აისახა და კიდევაც აისახება ქართულ რეალობაში. ამ ეტაპზე ერთი ლიტრის ღირებულება 1.60-1.70 ლარამდე მერყეობს და ვვარაუდობ, რომ ამ კვირაში უკვე 1.80 ლარამდე გაძვირდება. ზოგიერთ სადგურზე უკვე 1.75 ლარი ღირდა. სამწუხაროდ, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და საიმედოსაც ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა ნარიმან ფიცხელიანმა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *