თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვლელობა მოხდა – მოკლულია 2 პირი

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი ადამიანი.

“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევასა და ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *