რუსეთის საჰაერო სივრცე საშიშია – უკრაინამ ოფიციალურად უკვე გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

უკრაინამ ოფიციალურად გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საშიშია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავზე ცა სახიფათოა სამოქალაქო ავიაციისთვის გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. “მოვუწოდებთ ყველას, ამას თავი აარიდონ. რუსეთი განზრახ უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით გამოწვეულ არსებულ საფრთხეებს, რამაც ბოლო წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე […]

Continue Reading

ლავროვის მოადგილე – ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გრუშკომ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ნათქვამსა და ქმედებებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქმე რუსეთთან ომისთვის მზადებას ეხება. ალექსანდრ გრუშკომ არქტიკაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინი – თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ხვალვე გავალთ

რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის […]

Continue Reading

მესი არგენტინის ნაკრებიდან წავიდა

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 39 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა: ამ გადაწყვეტილებამ გული დამწყვიტა და დღემდე მტკივა, მაგრამ მესმის, რომ ახლა შესაფერისი დროა. ვფიცავარ, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერს ვიგებდით, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და ყველაფერს ვაკეთებდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული […]

Continue Reading

რუსეთის დაზვერვა – ევროპარლამენტი რუსეთის არჩევნების შედეგების უარსაყოფად ემზადება

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება სახელწოდებით: „დასავლეთი აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის… რუსეთში“. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და „წამყვანი ევროპული ქვეყნები“ სექტემბერში ერთიანი არჩევნების დღის წინ „რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფართომასშტაბიან სტრატეგიას“ ახორციელებენ. დაზვერვის ძირითადი მტკიცებულებებია: — ევროპულმა ქვეყნებმა მოუწოდეს უკრაინას, გააძლიეროს დივერსიები და დარტყმები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონებსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, […]

Continue Reading

დიდ ბრიტანეთში თოლიებმა გამვლელებს 232 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები მოპარეს – სტატისტიკა

დიდ ბრიტანეთში თოლიებმა გამვლელებს 232 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები მოპარეს. და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში! Compare the Market-მა დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს შორის საკმაოდ არატრადიციული გამოკითხვა ჩაატარა. მისი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენ საკვებს პარავენ თოლიები გამვლელებს (მათი თავდასხმების ვიდეოები რეგულარულად ვრცელდება ვირუსულად). დიდი ბრიტანეთის 2000 მაცხოვრებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 71%-ს ცხოვრებაში […]

Continue Reading

რობერტ ქოჩარიანი – ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა

ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის განცხადებაში, რომელიც მისი ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა წაიკითხა. ქოჩარიანის თქმით, მის წინააღმდეგ უკანასკნელი სისხლის სამართლის ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ […]

Continue Reading

„მე ჩამომახრჩობენ“, – ამის შესახებ პუტინმა თავის ნდობით აღჭურვილ პირებს უთხრა – The Economist

ვლადიმერ პუტინმა ერთხელ თავის ზოგიერთ ნდობით აღჭურვილ პირს უთხრა: „მე ჩამომახრჩობენ“, – წერს The Economist ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა ამ განცხადების კონტექსტს არ იძლევა. The Economist-ის თანახმად, პუტინი მიიჩნევს, რომ ომის დასრულებამ მინიმალური მიზნის – მთელი დონბასის დაკავების მიღწევის გარეშეც კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ძალაუფლებას და სიცოცხლეს. კრემლთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ რამდენიმეკვირიანი განხილვის […]

Continue Reading

სამგზავრო კატამარანი ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გადაბრუნდა და ჩაიძირა

270 მგზავრის გადამყვანი სამგზავრო კატამარანი ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გადაბრუნდა და ჩაიძირა, როდესაც გირნეს პორტიდან თურქეთის ქალაქ ტასუჯუში მიდიოდა. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ სანაპირო დაცვის კატარღები და სამოქალაქო გემები. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის და ინციდენტის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. „ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმა დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის. მას შეეძლო დაეჩქარებინა ეს პროცესი, განსაკუთრებით მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ალბანეთისთვის”, – წერს რიკარდ იოზვიაკი. ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading