ახალი ამბები “დღეიდან კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ვხვდები ნათლია ამდენი ადამიანის” – პატრიარქი შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში იმყოფება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში საყოველთაო ნათლობას აღავლენს. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს. აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. “სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში, ინათლება, […]

Continue Reading

გვარამია – პროტესტის ახალი ტალღა – „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს

პროტესტის ახალი ტალღა – „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, „პარტიებს აკრძალავენ, თუმცა ამან ოპოზიცია კი არ […]

Continue Reading

ჩინეთიდან საქართველოში რეკორდული, 119 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჩინეთიდან 119 081 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23.6%-ით(22 748-ით) აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. ამასთან, მათივე ცნობით, მხოლოდ იანვარ-სექტემბრის მონაცემებს თუ ავიღებთ, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2011 წლიდან, ანუ სტატისტიკის ხელმისაწვდომი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ზრდის […]

Continue Reading

ქმარმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

მკვლელობა მოხდა ფოთში. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, […]

Continue Reading

25 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს. დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში. 463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების […]

Continue Reading

დააკავეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს – ინფორმაცია “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში” გაგმავდნენ. ირკვევა, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაცია სკოლის მოწასვლეების დაკავების შესახებ თავდაპირველად „სანდო წყარომ“ გაავრცელა. გამოცემას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ უთხრა, რომ […]

Continue Reading

ირმა ინაშვილის ღია წერილი “ქართულ ოცნებას” – “მიჩნდება განცდა, რომ ადგილი აქვს ადამიანების ტოტალური დაშინების მცდელობას, რათა აღარავინ აღარაფერზე აღარანაირი კითხვა აღარ დასვას”

არსებობს ვითარება, როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში მთავრობამ ცალკე უნდა მოიწვიოს ჟურნალისტები, გაესაუბროს მათ, აუხსნას ვითარება და, სახელმწიფო საიდუმლოებიდან გამომდინარე, კონკრეტული მოთხოვნები გააცნოს, მაგრამ კობახიძის მთავრობა ამპარტავნებამ შეიპყრო. ის არც ვინმესთან თანამშრომლობს და არც ვინმეს ელაპარაკება – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ღია წერილში წერს, რომლის ადრესატიც „ქართული ოცნებაა“ და დავით […]

Continue Reading

ეკა ბესელია – “ქართული ოცნება” დაჭერას უპირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ თავმჯდომარეს

იურისტი, “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წარსულს ახსენებს – ბესელია ამბობს, რომ მოსამართლე რევაზ ნადარიას, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს იხილავს, “ქართული ოცნება” 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭერას უპირებდა. “ამ მოსამართლეს საქმე აღუძრეს, ელოდებოდა რომ უნდა დაეჭირათ და ამ დროს აღმოჩნდა წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე” – ამბობს ბესელია. იურისტის თქმით, […]

Continue Reading

თუ თქვენი სახელით სესხის აღებას ცდილობენ… – როგორ უნდა დაიცვათ თავი კიბერთაღლითობის ახალი სქემისგან

საქართველოში საბანკო თაღლითობის ახალი სქემა მოქმედებს. საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა ქარჩავას განცხადებით, აღნიშნული სქემის მიხედვით, მომხმარებლებს თაღლითები ხშირად ბანკის უსაფრთხოების სამსახურის სახელით უკავშირდებიან და კონფიდენციალურ მონაცემებს სთხოვენ, შემდეგ კი მათ, მოტყუებით, სესხის აღების შესაძლებლობა ეძლევათ. „ახლა არის გავრცელებული ასეთი სქემა, და სამწუხაროდ, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკავშირდება თაღლითი, თითქოსდა, ბანკის სახელით […]

Continue Reading

კობახიძე სარჩელზე – “ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა”

იმედი გვაქვს, რომ სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის სარჩელი „ჩაკეტილი წრის გარღვევას“ ემსახურება. „თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, […]

Continue Reading

ორი მანქანა ორჯერ სხვადასხვა პირზე გაყიდა – ამავე საქმეზე ადრე ნასამართლევი გამყიდველი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების […]

Continue Reading

უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტების მიღება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს. როგორც მედია აღნიშნავს, 2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, […]

Continue Reading

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი: საქართველოში მტრულად მექცეოდნენ

გუშინ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე დამაკავეს საქართველოს აეროპორტში. მტრულად მექცეოდნენ, წყლისა და ჩაის დალევის უფლებაც კი არ მომცეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავის დავურეკავდი ან ვერ ვესაუბრებოდი. მითხრეს, რომ გადაადგილებაც კი მეკრძალებოდა. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ musavat.com-თან ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა იბად ჰუსეინოვმა, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს აეროპორტში დააკავეს. „ჩემმა თანაშემწემ, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +16, +21°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის […]

Continue Reading

24 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო […]

Continue Reading

(განახლება) დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა – ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც. ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ის „საშიში […]

Continue Reading

ლარი გამყარდა – რა ეღირება ვალუტა შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ოპოზიციის აკრძალვამ შესაძლოა, სიტუაციის საშიში ესკალაცია გამოიწვიოს – ევროპის საბჭოს კონგრესი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საკონსტიტუციოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის მიმდინარე განხილვებს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს კონგრესი წერს, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი […]

Continue Reading

“2 რიცხვში ყველა თანამშრომელი დადიოდა და გიორგის აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთ” – რას პასუხობს პენიტენციური პატიმრის გნცხადებას

სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 საპატიმროს მსჯავრდებულ გელა ისაშვილს პასუხობს. საუბარია პატიმარზე, რომლის საუბრის აუდიოჩანაწერი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი დავითაძის – იმ მსჯავრდებულის ოჯახმა გაავრცელა, რომელიც ციხის თანამშრომლებს ხელით გაუპატიურებაში ადანაშაულებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გელა ისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. […]

Continue Reading

ოპოზიცური პარტიების საქმის განხილვა ორშაბათიდან გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. გარდა ამისა, როგორც ნადარაიამ განაცხადა, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებასაც სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს და ამის […]

Continue Reading

“თუ მარეგულირებელი ორგანო სხვა ქართველ მწარმოებლებთან დარღვევებს აღმოაჩენს, მათაც შეექმნებათ შეზღუდვები რუსეთში მათი პროდუქციის იმპორტის თაობაზე” – ბალაშოვი

რუსეთი ღიაა საქართველოდან მაღალი ხარისხის პროდუქციისთვის. რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (RGBC) თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა, ისაუბრა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების მდგომარეობაზე. მან აღნიშნა, რომ როსპოტრებნადზორის მიერ ზოგიერთი ქართული სასმელის დროებითი აკრძალვა გამოწვეულია პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შეუსაბამობით. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი ღია რჩება სხვა მომწოდებლებისთვის. „ეს არ არის ემბარგო; შეზღუდვები არ ვრცელდება სხვა კომპანიებზე. […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ფეხბურთებლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მაკა ლუ­კა­ვა მიმართვას ავრცელებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის რთულ მო­მენ­ტში მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის. მისი თქმით, “ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის და უფრო ძლიერი დაუბრუნდება თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს.“ “ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც […]

Continue Reading

თურქულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა

თურქულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარღვევა კონკრეტულ ნიმუშს ეხება, რაზეც შესაბამისი ღონისძიებები უკვე ტარდება. “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა. […]

Continue Reading

თურქეთში ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ორი მაღაროელი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტიბეტში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტის მთიან რეგიონში 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ბაჩენის ოლქში, ნაგჩუს ქალაქში იყო, რომელიც ტიბეტის დედაქალაქ ლჰასიდან 400 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სულ მცირე 65 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11 მძიმედ. სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად და სასწრაფო დახმარების გასაწევად ბაჩენში 300-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. 12 000-ზე მეტი ადამიანი […]

Continue Reading

მეუფე ზენონი – “როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას”

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა, – ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც სასულიერო პირი წერს, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის […]

Continue Reading

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა – საქსტატი

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%). კერძო სახლები […]

Continue Reading

აზერბაიჯანული მედია – საქართველოში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს. გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. “ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს. ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი – დღე მესამე

დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია მთლიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. „დღეს დასრულდება შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი. სავარაუდოდ, დავიწყებთ ახსნა განმარტებების ეტაპს. არცერთი პარტიის შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული. ვხედავთ რა არის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 23 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ; აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

23 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც […]

Continue Reading

„დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე – ოდესმე შენი მტრის გვამი ჩაივლის“ – რას წერს დავით ოქიტაშვილი

მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 -ელი ოქტომბრის გამარჯვებაში? , – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერებს, მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს მწვავედ აკრიტიკებს და მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებაში შეტანილ წვლილთან დაკავშირებით საჯარო […]

Continue Reading

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ვის მკვლელობაშია დაკავებული ეჭვმიტანილი

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, პოლონეთში დააკავეს რუსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დაზვერვის კოორდინატორმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა. დაკავებული 22 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 2026 წლის 15 ივნისს, რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს. პროკურატურის ინფორმაციაში მისი სახელი აღნიშნულია როგორც […]

Continue Reading

რუსეთის „როსელხოზნადზორმა“ და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

2026 წლის 20-დან 22 ოქტომბრამდე, „როსელხოზნადზორი“ მონაწილეობს ვეტერინარული პროდუქტების მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების შესახებ OVEP-ის რეგიონულ სემინარში, რომელიც თბილისში იმართება. ამის შესახებ რუსეთის აღნიშნული უწყების ვებ-გვერდი იუწყება. სემინარის ფარგლებში, „როსელხოზნადზორისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა განეხილათ თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქტების ორმხრივი მიწოდების გაზრდა, მათ შორის ორი […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა. “პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან. ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია”- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ. “ლელოს” […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 23 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9137 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9163 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების საქმე გრძელდება – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ქართველ ხალხთან – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოპასუხე მხარე საკმაოდ კარგად არის მომზადებული და სამართლებრივად გამართული იყო მათი შუამდგომლობები, რასაც „ვერ ვიტყვით “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაზე”. „ეს პროცესი სამართლებრივი არ […]

Continue Reading

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან გაემგზავრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან […]

Continue Reading

193 მილიონი ლარი – ვინ გადაიხადა რეკორდული ოდენობის ჯარიმა საქართველოში

2026 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 193 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მლნ ლარით, ანუ 2.6%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 77.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

არის მთელი რიგი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ქადაგიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპაციის გამო რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად საკომუნიკაციო არხის ფუნქციონირება აუცილებელია. […]

Continue Reading

ადვოკატი – დიტო ჩუბინიძე იმერეთში დააკავეს და თბილისში ახლა გადმოჰყავთ – ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფილაური აცხადებს, ჩუბინიძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს, ის დაკავებულ ჟურნალისტს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს, რის შემდეგაც, მისთვის […]

Continue Reading

Google-მა ტრამპს უარი უთრა – რას ითხოვდა ამერიკის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან Google Maps-ს დაურეკა და სთხოვა, ატლანტის ოკეანისთვის სახელი „ტრამპის ოკეანე“ დაერქმიათ. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, უარი თქვა მოთხოვნაზე და განმარტა, რომ ოკეანეები მრავალ ქვეყანას მოიცავს. საბოლოოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის. შეგახსენებთ, დაახლოებით 10 დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ონტარიოს ტბისა […]

Continue Reading

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში – ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, შესვენებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენელმა მმართველი გუნდის წევრებს „სამარცხვინო“ და ეროვნული ინტერესების მოღალატეები უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის საპასუხოდ აღინიშნა, რომ სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის. სასამართლოს დერეფანში დაწყებული ვითარება მას […]

Continue Reading

გაფრთხილება ეროვნული ბანკისგან – უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით უკავშირდებიან, თავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითობის ახალი შემთხვევების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით უკავშირდებიან, თავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ და უკანონოდ იყენებენ სების ოფიციალურ ლოგოს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობასა და სესხის აღებაში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე […]

Continue Reading

24 და 25 ოქტომბერს ქართული ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება

24 და 25 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი – „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ საინფორმაციო სემინარები. „სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფმზარეულები. […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთი 2027 წლის ზაფხულისთვის ადრეული დაჯავშნების მხრივ ლიდერი გახდა – მედია

ტურისტები უკვე ჯავშნიან ტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი ზაფხულისთვის. ამის შესახებ ტუროპერატორ „ალეანის“ მონაცემებზე დაყრდნობით vestikavkaza წერს. ამჟამად საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონზე ადრეული დაჯავშნების მთლიანი მოცულობის, დაახლოებით, 75% მოდის – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში (ATOR). დიდი მოთხოვნით ტურისტებს შორის სარგებლოს სასტუმროებში “ოლ ინკლუზივი” კერძო აუზებით. ადრეული დაჯავშნა რუსებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ 10-20% დასვენებისთის. ყველაზე ხელმისაწვდომ ტურებს […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი – ბრალს ვაღიარებ – ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ, – ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ. ელიზბარაშვილმა სხდომაზე განმარტება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით. „დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 […]

Continue Reading

ამინდი 22 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 22 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°; ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°; ქობულეთი: […]

Continue Reading