ოკუპირებული აფხაზეთი 2027 წლის ზაფხულისთვის ადრეული დაჯავშნების მხრივ ლიდერი გახდა – მედია

დღის სიახლეები საზოგადოება

ტურისტები უკვე ჯავშნიან ტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი ზაფხულისთვის. ამის შესახებ ტუროპერატორ „ალეანის“ მონაცემებზე დაყრდნობით vestikavkaza წერს.

ამჟამად საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონზე ადრეული დაჯავშნების მთლიანი მოცულობის, დაახლოებით, 75% მოდის – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში (ATOR).

დიდი მოთხოვნით ტურისტებს შორის სარგებლოს სასტუმროებში “ოლ ინკლუზივი” კერძო აუზებით. ადრეული დაჯავშნა რუსებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ 10-20% დასვენებისთის.

ყველაზე ხელმისაწვდომ ტურებს – რომლებიც იწყება 49,000 რუბლიდან ორი ადამიანისთვის ერთი კვირის განმავლობაში – გვთავაზობენ სამვარსკვლავიანი „ოლ ინკლუზივი“ სასტუმროები „ევროპა“ გაგრაში და „სტრანა დუში“ სოხუმში.

ოთხვარსკვლავიან „ოლ ინკლუზივ“ სასტუმროებში ფასები 108,500 რუბლიდან იწყება.

ტურისტებს მომავალ ზაფხულს აფხაზეთში ორი ახალი შეთავაზება ელოდება. გუდაუთაში მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო „აფსნი“ მეორე შენობას გახსნის, რომელიც ზაფხულის სეზონზე „ოლ ინკლუზივ“ მომსახურებას შესთავაზებს. გაგრაში ასევე გაიხსნა ახალი სასტუმრო – 3-ვარსკვლავიანი „აფხაზეთის ლეგენდა“, რომელიც სამჯერადი კვების შვედური მაგიდით მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *