(განახლება) დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა – ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ

დღის სიახლეები სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროცესს ესწრებოდა, თავად ბრალდებულიც.

ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ის „საშიში ან დამმალავი კაცი“ არ არის.

„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ფაქტი, რომელზეც ვსაუბრობდი ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუში.

ყველა ჩემი შემდგომი განცხადება ემყარებოდა და ეფუძნებოდა იმ რეალობას, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა.

არ ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *