აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს.
გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს.
“ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს.
ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ.
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ეწვია” – ნათქვამია ინფორმაციაში.



