უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია

დღის სიახლეები საზოგადოება

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტების მიღება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს.

როგორც მედია აღნიშნავს, 2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. 2023 წლიდან სააკაშვილის გვარი იასკოს დეკლარაციიდან გაქრა, მაგრამ დარჩა ჩანაწერი შვილის, ჟასმინ მიხეილის ასულის, შესახებ.

იასკოს ადვოკატის დიმიტრი ბუზანოვის განცხადებით, ორივე მშობელი ვალდებულია ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მანამ, სანამ მას 18 წელი შეუსრულდება. ეს ვალდებულება არაა დამოკიდებული იმაზე, მშობლები იმყოფებიან თუ არა ოფიციალურ ქორწინებაში.

იურისტის თქმით, სასამართლომ რომც ჩამოართვას სააკაშვილს მშობლის უფლება, ეს მას ალიმენტების გადახდისგან არ გაათავისუფლებს. შესაბამისად, სასამართლოში მთავარ საკითხად ალიმენტების თანხის ოდენობა იქნება.

“რეზონანსი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *