დააკავეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს – ინფორმაცია “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში” გაგმავდნენ.

ირკვევა, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.

ინფორმაცია სკოლის მოწასვლეების დაკავების შესახებ თავდაპირველად „სანდო წყარომ“ გაავრცელა. გამოცემას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ უთხრა, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.

გამოცემა მამაზე დაყრდნობით წერს, რომ “მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული”.

“პირველების” ინფორმაციით, ორი დაკავებულიდან ერთ-ერთს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მეორე მოზარდის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *