საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოს

დღის სიახლეები სამართალი

“ლელო-ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.

“პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან. ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია”- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

“ლელოს” წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო საასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა ამ სარჩელზე წარმოედგინა საკონსულტაციო დასკვნა პარტიების აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

“ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ”- ეწერა “ლელოს” შუამდგომლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *