“თუ მარეგულირებელი ორგანო სხვა ქართველ მწარმოებლებთან დარღვევებს აღმოაჩენს, მათაც შეექმნებათ შეზღუდვები რუსეთში მათი პროდუქციის იმპორტის თაობაზე” – ბალაშოვი

დღის სიახლეები ეკონომიკა

რუსეთი ღიაა საქართველოდან მაღალი ხარისხის პროდუქციისთვის.

რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (RGBC) თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა, ისაუბრა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების მდგომარეობაზე.

მან აღნიშნა, რომ როსპოტრებნადზორის მიერ ზოგიერთი ქართული სასმელის დროებითი აკრძალვა გამოწვეულია პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შეუსაბამობით.

მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი ღია რჩება სხვა მომწოდებლებისთვის.

„ეს არ არის ემბარგო; შეზღუდვები არ ვრცელდება სხვა კომპანიებზე. რუსეთის ბაზარი ღია რჩება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციისთვის“ – განაცხადა იური ბალაშოვმა.

RGBC დაინტერესებულია შეზღუდვების რაც შეიძლება მალე მოხსნაში; სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელია თანამშრომლობა -აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ქართულ პროდუქტებზე ყველა შეზღუდვა რაც შეიძლება მალე მოიხსნას. <…> ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველა ქართველ მომწოდებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით“ თქვა მან.

ბალაშოვის თქმით, მომწოდებლები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე; მომხმარებლის ჯანმრთელობის საკითხში არ შეიძლება დათმობაზე  წასვლა. შესაბამისად, მისი თქმით, თუ მარეგულირებელი ორგანო სხვა ქართველ მწარმოებლებთან დარღვევებს აღმოაჩენს, მათაც შეექმნებათ შეზღუდვები რუსეთში მათი პროდუქციის იმპორტის თაობაზე.

„როსპოტრებნადზორის“ 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში წარმოებული ზოგიერთი სასმელის იმპორტი დროებით აიკრძალა, რომელსაც ისეთი კომპანიები აწარმოებენ, როგორიცაა „კოკა-კოლა ჯორჯია“, „ნაბეღლავი“, „თელიანი ველი“, „თბილვინო“ და სხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *