ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საკონსტიტუციოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის მიმდინარე განხილვებს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს.
გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს კონგრესი წერს, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია. ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა.
დემოკრატია მმართველობის არცერთ დონეზე არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ძალაუფლების კონცენტრაციაზე ეფექტიანი კონტროლის გარეშე. როგორც წელს უკვე გავაფრთხილეთ, საქართველოს დემოკრატიის საფუძვლების გაგრძელებული რღვევა სერიოზული შეშფოთების საგანია. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით მოქალაქეს შესაძლოა ხელი შეეშალოს ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობაში მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, რის შესახებაც ვენეციის კომისიამაც ახლახან გაავრცელა გაფრთხილება. პლურალიზმი საქართველოს მუნიციპალიტეტებში დე ფაქტო აღარ იარსებებს.
ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.



