ეკა ბესელია – “ქართული ოცნება” დაჭერას უპირებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ თავმჯდომარეს

დღის სიახლეები პოლიტიკა

იურისტი, “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წარსულს ახსენებს – ბესელია ამბობს, რომ მოსამართლე რევაზ ნადარიას, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს იხილავს, “ქართული ოცნება” 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭერას უპირებდა.

“ამ მოსამართლეს საქმე აღუძრეს, ელოდებოდა რომ უნდა დაეჭირათ და ამ დროს აღმოჩნდა წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე” – ამბობს ბესელია.

იურისტის თქმით, ახლა რევაზ ნადარაია “ქართული ოცნებისგან” დავალებულია და ვალდებულია ივანიშვილის გუნდის დაკვეთა აღასრულოს ოპოზიციური პარტიებისს აკრძალვასთან დაკავშირებით.

“ამ მოსამართლეების რამდენიმე წარმომადგენელი, თითქმის უმრავლესობა, დაწყებული თავმჯდომარით და გვერდით ვინც ჰყავს, ის როინიშვილი, მეთოფიშვილი, იმ რეჟიმს წარმოადგენენ, რომლის გამოც ასამართლებენ ახლა, მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობას”. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ამ მოსამართლეს საქმე აღუძრეს, ელოდებოდა, რომ უნდა დაეჭირათ და ამ დროს აღმოჩნდა, წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ლექსიკას დააკვირდით, როგორ შეიძლება ასე მეტყველებდეს თავმჯდომარე, რომ ვერ გაასწოროს გრამატიკულად წინადადება და ბრუნვაში ვერ ჩასვა, თავი რომ დავანებოთ სამართლებრივ წყობას. ყველაფერი ეტყობა ამ მოსამართლე ნადარაიას, რომელსაც ეხმარება შიგადაშიგ მეთოფიშვილი. პირდაპირ ეტყობა მას ეს განწყობა, მას აქვს პირდაპირი დავალება. რა თქმა უნდა, ის ვალდებულია ხელისუფლების გუნდთან, რომელაც ის გაამწესა, რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში”, – აცხადებს ეკა ბესელია.

“ტვ პირველი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *