193 მილიონი ლარი – ვინ გადაიხადა რეკორდული ოდენობის ჯარიმა საქართველოში

დღის სიახლეები სამართალი

2026 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 193 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მლნ ლარით, ანუ 2.6%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 77.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 116 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *