ჩინეთიდან საქართველოში რეკორდული, 119 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჩინეთიდან 119 081 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23.6%-ით(22 748-ით) აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

ამასთან, მათივე ცნობით, მხოლოდ იანვარ-სექტემბრის მონაცემებს თუ ავიღებთ, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2011 წლიდან, ანუ სტატისტიკის ხელმისაწვდომი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ზრდის მასშტაბი კიდევ უფრო თვალსაჩინოა წინაწლების მონაცემებთან შედარებისას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის მხოლოდ ცხრა თვეში ჩინეთიდან იმდენი ვიზიტორი შემოვიდა, რომ ეს მაჩვენებელი 2025 და 2024 წლების გარდა, 2011 წლიდან ყველა სხვა წლის არათუ 9 თვის, არამედ სრული წლის მაჩვენებლებს აღემატება. (შენიშვნა: სტატატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი)

შედარებისთვის, ჩინეთიდან ვიზიტორთარაოდენობა წლების მიხედვით ასეგამოიყურებოდა:
  • 2025 წელი – 127 895 ვიზიტორი;
  • 2024 წელი – 88 583 ვიზიტორი;
  • 2023 წელი – 48 304 ვიზიტორი;
  • 2022 წელი – 7 380 ვიზიტორი;
  • 2021 წელი – 3 468 ვიზიტორი;
  • 2020 წელი – 4 363 ვიზიტორი;
  • 2019 წელი – 48 071 ვიზიტორი;
  • 2018 წელი – 31 855 ვიზიტორი;
  • 2017 წელი – 18 179 ვიზიტორი;
  • 2016 წელი – 10 847 ვიზიტორი;
  • 2015 წელი – 6 849 ვიზიტორი;
  • 2014 წელი – 5 919 ვიზიტორი;
  • 2013 წელი – 6 641 ვიზიტორი;
  • 2012 წელი – 7 633 ვიზიტორი;
  • 2011 წელი – 4 848 ვიზიტორი.

ზოგადად კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 6 112 078 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 323 ვიზიტით, ანუ დაახლოებით 0.04%-ით მეტია.

ამასთან, პირველ ცხრა თვეში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სულ 4 404 872 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97 778 ვიზიტით ანუ 2.3%-ით მეტია.

BPN.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *