ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში – ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, შესვენებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მმართველი გუნდის წევრებს „სამარცხვინო“ და ეროვნული ინტერესების მოღალატეები უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის საპასუხოდ აღინიშნა, რომ სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის.

სასამართლოს დერეფანში დაწყებული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მედიის წარმომადგენლებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს.

ipn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *