სიცხის ტალღის პიკი ოთხშაბათს არის მოსალოდნელი – სად დაცხება ყველაზე ძლიერ

საფრანგეთში, ესპანეთსა და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში სიცხის საფრთხის გამო, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება და ტემპერატურამ, შესაძლოა, 40°C-ს გადააჭარბოს. ამის შესახებ BBC იუწყება. საფრანგეთში, ქვეყნის რეგიონების ნახევარზე მეტში, ამინდის ცვალებადობის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა. მეტეო-ფრანსის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ორშაბათს ბორდოში ტემპერატურამ 42°C-ს (107°F) მიაღწია […]

Continue Reading

10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის მეორედ გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა, აგრეთვე, არ არის სწორი – სახალხო დამცველი

ახლაც ვფიქრობ, რომ 10 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვა არ არის სწორი, მაგრამ ქუჩის გადაკეტვის გამო, ადამიანის სისხლის სამართლის წესით დასჯა აგრეთვე არ არის სწორი – არ არის ყველაფერი ცალსახა შავი და თეთრი , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ იმის გამო დაიმსახურა, რომ ამბობდა, „10 ადამიანის მიერ […]

Continue Reading

შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით?

მრავალი ადამიანი ოზემპიკს წონაში დაკლებისთვისაც იყენებს, თუმცა მრავალ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა პრეპარატის ამ მიზნით გამოყენება. რა არის ოზემპიკი?ოზემპიკი, ასევე ცნობილი, როგორც სემაგლუტიდი, არის რეცეპტით გაცემული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. ის ასევე გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკის შესამცირებლად ქრონიკული თირკმლის დაავადების (chronic […]

Continue Reading

“ევროპა თქვენთანაა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მომავალ კვირას, სომხეთში ვიზიტს გეგმავს, იუწყება გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით. ევროკავშირის დელეგაცია, მათ შორის, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი, სომხეთს პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერის ფარგლებში ეწვევა. 1 ივლისს დაგეგმილი ვიზიტი, რომლის დეტალებიც ჯერ არ არის დაზუსტებული, იმ დროს ხდება, როდესაც ფაშინიანი ცდილობს სომხეთის მოსკოვთან დაშორებას და ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას […]

Continue Reading

პუტინმა ხელი მოაწერა ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ყოფილი ლიდერის მრჩევლად დანიშვნის განკარგულებას – მისი შემცვლელი მარატ კამბოლოვია

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მარატ კამბოლოვი უკვე შეუდგა. ადგილობრივი და რუსული მედის ინფორმაციით, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის თავის მრჩევლად დანიშვნის შესახებ განკარგულებას. მანამდე, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 9 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ოს ხალხს კვლავ გაერთიანებაში დაეხმარება და სამხრეთ […]

Continue Reading

“ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის არსებობა წამების ტოლფასია” – ექიმი ელენე ხოშტარიას შეხვდა

რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ მოინახულეს.  ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ანი ქავთარაძე განმარტავს, მან და უფლებადამცველმა ციხის დირექტორისა და მთავარი ექიმისგან მიიღეს პირობა, რომ დაკავებული პოლიტიკოსის მკურნალობის პროცესში ხვალვე ჩაერთვება მისი მკურნალი რევმატოლოგი და მოინახულებს პაციენტს.  […]

Continue Reading

ონლაინ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის – საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოსაზიდად ახალი ნებართვები შემოდის

ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვა იგეგმება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონშია დაგეგმილი. პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ამასთან, ახალი ლიცენზიის ფარგლებში მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ-კაზინოებს მთავრობა […]

Continue Reading

19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა! – საკუთარ სახლში იყო, როდესაც ეს საშინელება დატრიალდა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის გოგო, რო­მე­ლიც მძი­მე დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 დღე მკურ­ნა­ლობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლოს მკვიდ­რია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სო­ფელ თუ­ლარ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაზ­მა გა­ჟო­ნა და აფეთ­ქდა, რა დრო­საც გო­გო­ნამ სხე­უ­ლის მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ლა­მია […]

Continue Reading

შეეხება თუ არა სააკაშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, სასჯელის ვადის ამოწურვამდე უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ – შსს-ს პასუხი

ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან […]

Continue Reading

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვეს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ასევე 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას. […]

Continue Reading

ყველა ბიზნესს პოსტერმინალების უნივერსალური სალარო აპარატებით ჩანაცვლება მოუწევს – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის და მათი ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ერთი ანგარიშსწორების ოპერაციის აღრიცხვა ხშირად რამდენიმე […]

Continue Reading

მედია – Procter & Gamble-მა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ ურთიერთობა შეწყვიტა

კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს, – ინფორმაციას City AM-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს. City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, […]

Continue Reading

ჩვენი ამოცანაა, ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე – ევროპარლამენტმა – კობახიძე

ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე, ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ დაარღვია ალეკო ელისაშილის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოახდინა ზეწოლა სასამართლოსა და პროკურატურაზე და პოლიტიკური ოპონენტი ტერორისტად მოიხსენია, რამაც შელახა ალექსანდრე ელისაშვილის საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება. რეხვიაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ, სასამართლომ დაადგინოს ის ფაქტი, რომ „პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, […]

Continue Reading

23 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ამბროლაურიდან 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.

Continue Reading

23 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია იღუმენია თამარ მარჯანიშვილის, მღვდელმოწამე ტიმოთე – პრუსელი ეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულის, ღირსი თეოფანე ანტიოქიელის და წმიდა პანსემინას, წმიდა ბასიანე, ლავდიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის უფროსი და თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში […]

Continue Reading

13 დაღუპული და 66 დაშავებული – მასშტაბური აფეთქება ქარხანაში – სად მოხდა შემთხვევა

ძლიერი აფეთქება მოხდა კატარის ერთ-ერთ მთავარ გაზის ობიექტში, რას ლაფანში, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ჰაბია თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და ექსპორტისთვის. სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 66 ქარხნის თანამშრომელი დაშავდა. ყველა დაღუპული ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქე იყო, ხოლო დაშავებულებს შორის იყვნენ კატარის, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები. ხელისუფლებამ ქარხანაში მომხდარს ინციდენტს „არა დივერსიული […]

Continue Reading

 თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა

დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და 1 მილიონ 331 ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, – განაცხადა “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მან მოსახლეობის აღწერაზე ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. „წინა [2014 წლის] აღწერასთან შედარებით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 5%-ით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 63%-ს შეადგენს. ადრე 57 % იყო. […]

Continue Reading

იპოვეს 8 წლის ბიჭუნას ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

ინ­გუ­შეთ­ში დას­რულ­და 8 წლის ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მაშ­ვე­ლებ­მა და მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე სუნ­ჟა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტრა­გე­დია 2026 წლის 15 ივ­ნისს, ნაზ­რა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იან­და­რე­ში მოხ­და. ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვი ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მდი­ნა­რის პი­რას იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ერთ-ერთი ბიჭი ძლი­ერ დი­ნე­ბა­ში ჩა­ვარ­და და ტოტს მო­ე­ჭი­და. 8 წლის ხი­ზი­რი მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ადი­დე­ბულ […]

Continue Reading

თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს – ცისკარიშვილი ჟორჟოლიანის გაცხადებებს პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა და „ამას მიშას ნებართვა არ ჭირდება“. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნული პოზიცია შორსმჭვრეტელობაზე არ მეტყველებს იმ ფონზე, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი მომავალში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი […]

Continue Reading

სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება – “ლელო” სააკაშვილს პასუხობს

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა, – ასე პასუხობენ “ძლიერი საქართველო – ლელოში” მიხეილ სააკშვილის განცხადებას.როგორც „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამია, სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება. „სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა. სიმართლეს […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0351 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

4 ათას ლარიანი ჯარიმა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის

მოქალაქე ივანე კოდელაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4000 ლარით სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარი გამო დააჯარიმა. ამის შესახებ “ტვპირველი” იუწყება. მოსარჩელე მხარე შსს-ს ახალი  “სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოა. უწყება ჩივის, რომ მოქალაქემ “ქართული ოცნების“ ლიდერს, “ტვ იმედის“ ქარდზე დაწერილი კომენტარის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.  ცნობისთვის, იგივე სამსახურმა ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო აქტივისტ, თამუნა გიორგაძეს სამართალდარვევის ოქმი […]

Continue Reading

ლანძღვა-გინება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა – მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე “სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს მუშაობით კმაყოფილია. როგორც ის ამბობს, თუკი აქამდე ხშირი იყო სოციალურ ქსელში ლანღძვა-გინებები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. დარახველიძე ამტკიცებს, რომ ყველა განცხადება, რომელზეც რეაგირება მოხდა, იყო ლანძღვა-გინება და უხამსობები. “თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულება, […]

Continue Reading

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა – ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა. დიდი მანჩესტერის ყოფილმა მერმა, ენდი ბერნჰემმა, რომელმაც გასულ კვირას ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეიკერფილდის ოლქში ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ახლა ქვეყნის მთავრობას შეუძლია უხელმძღვანელოს. ლეიბორისტული პარტიის ბევრი წევრი იმედოვნებს, რომ ბერნჰემი დაეხმარება მათ ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „რეფორმა დიდი ბრიტანეთის“ მზარდი პოპულარობის დაძლევაში: გამოკითხვის შედეგების თანახმად, ის ქვეყანაში […]

Continue Reading

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – სააკაშვილი

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. „შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი […]

Continue Reading

დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე საჭმელი, სასმელი და მიუვალ მონასტრებში ჯაკუზებიანი სენაკები, მოოქროვილი გუმბათები და ძვირადღირებული ჯიპები – რას პასუხობს პეტრე კოლხი პატრიარქს

“ოფიციალურად მილიონერ ეპისკოპოსებს თუ ასმენინებთ, მათი გული, ყური და გონება დახშურია” – ემიგრაციაში მყოფი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პატრიარქ შიო მესამის გუშინდელ ქადაგებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ “რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? – რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!”. “დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე […]

Continue Reading

„საქსტატი“ – მოსახლეობის 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ამის შესახებ გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. „მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა 4.1%-ით ანუ 126 ათასი კაცით. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%, […]

Continue Reading

შესაძლოა, თურქეთში მართლმადიდებლური სემინარიები კვლავ გაიხსნას – მედია

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა თურქეთში მართლმადიდებლური ქრისტიანული სემინარიების ხელახლა გახსნაზე მოლაპარაკებები გამართა ეს საკითხი ტრამპმა წამოჭრა, რომელიც ივლისში ანკარას ეწვევა ნატოს სამიტზე დასასწრებად. ჰალკის კუნძულზე მდებარე სემინარია, რომელიც 1844 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის მიერ 1971 წელს დაიხურა, აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცენტრალურ როლს თამაშობდა, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს მთავარი […]

Continue Reading

თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება – შსს მოსალოდნელ ცვლილებებზე

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, [საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით, ჯარიმების დიფერენცირება მოხდება – თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, პირი ნაკლები ოდენობის თანხით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. მისივე თქმით, სახელმწიფო განაგრძობს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად გამოვლინდეს და ამ გამოვლენილ ფაქტზე შესაბამისი […]

Continue Reading

პატრიარქი აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

28 ივნისს, წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. “2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა […]

Continue Reading

ქართველი ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში “ჰოლიდეი ინნის” შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული […]

Continue Reading

უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისივე თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ. „დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და […]

Continue Reading

22 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°; სოხუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

22 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი […]

Continue Reading

„დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში” ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის” მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.

Continue Reading

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ სადგური-ვარკეთილის მონაკვეთში ემსახურება. მგზავრის მდგომარეობის და მომხდარის დამატებითი დეტალების შესახებ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.

Continue Reading

საფრანგეთში სიცხის გამო ალკოჰოლზე შეზღუდვები დააწესეს

საფრანგეთში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე, გამოცხადდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე  ალკოჰოლის დალევა აიკრძალა. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება. საფრანგეთში კვირის დასაწყისიდან დაწყებულმა ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და 35 დეპარტამენტში საფრთხის წითელი […]

Continue Reading

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით – პატრიარქის ქადაგება

შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ… მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. შიო III […]

Continue Reading

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დიდუბეში ცოტა ხნის წინ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა. თბილისში, დიდუბეში, ავტოსაგზაო შემთხვევის […]

Continue Reading

სამაშველო ოპერაცია დიდუბეში – სატვირთოს მძღოლი რკინის კონსტრუქციების ქვეშ მოყვა

სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებში დიდუბეში. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების  ქვეშ არის მოყოლილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურები.  “ტვპირველი”

Continue Reading

ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, ხალხს ფული პირდაპირ ხაზინიდან გადაურიცხოს

ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოში პირველმა ტრილიონერმა, ილონ მასკმა, აშშ-ს მთავრობას მოუწოდა, ქვეყნის მაცხოვრებლებს ფული პირდაპირ ხაზინიდან გადაურიცხოს. „უმჯობესია, ხალხს ფული პირდაპირ ხაზინიდან გავუგზავნოთ. სანამ საქონლისა და მომსახურების ზრდა ფულის მასის ზრდას გადააჭარბებს, რაც მოხდება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების გათვალისწინებით, ინფლაცია არ იქნება. სინამდვილეში, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ სასოწარკვეთილად ვიბრძოლებთ დეფლაციის წინააღმდეგ“, – დაწერა მან სოციალურ […]

Continue Reading

30 წლის ქართველი კაცი, რომელიც დედასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის დაღუპული ახალგაზრდა?

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, მამუკა ჭინჭარაული გარდაცვლილი ნახეს 30 წლის კაცი რამდენიმე წელია ემიგრაციაში, დედასთან ერთად იმყოფება. ის წარმოშობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსადან არის. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, გარდაცვლილს საცხოვრებელ სახლში მიაკვლიეს. ცხედარს სამშობლოში 21 ივნისს გადმოასვენებენ, 25 ივნისს კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. “რეზონანსი”

Continue Reading

21-23 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, […]

Continue Reading

21 ივნისის საეკლესიო კალენდარი

21 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ წმინდანებსს მოიხსენიებს: ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი, ღირსი ზოსიმე ფინიკიელი, წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი, ღირსი ნავკრატიუსი, ღირსი მელანია, ღირსი აფრე, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი. წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609) წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ […]

Continue Reading

“აქ არის ძალიან დიდი კორუფციული ეჭვი”… სკოლის ფორმებს ჩინეთში შეკერავენ – რა კითხვები ჩნდება

საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების შესაძენად სახელმწიფო მილიონობით ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში ფორმების დამზადება დაევალა კომპანიას, რომელიც წარმოებას ჩინეთში ახორციელებს. როგორც გაირკვა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდა. პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ახალი რეგულაციის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სკოლაში ერთიანი ფორმით უნდა გამოცხადდნენ. გადაწყვეტილებას კითხვები მოჰყვა კორუფციისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე […]

Continue Reading

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. “ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს […]

Continue Reading

$ 400 მილიონი – ტრამპმა ახალი “მფრინავი თეთრი სახლი” წარადგინა

NBC News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარის მთავრობის საჩუქარი, Air Force One-ის ახალი თვითმფრინავი წარადგინა. Air Force One-ის გადაცემის ცერემონია ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა. ტრამპმა თვითმფრინავს „ყველანაირად უდიდესი და საუკეთესო“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის „მფრინავ თეთრ სახლად“ გადაიქცევა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს“. Boeing 747-ის სავარაუდო ღირებულება 400 მილიონი […]

Continue Reading

დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია – რას აცხადებს შს მინისტრი

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გამართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართეს. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში  სრული მზადყოფნით ხვდება. „აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის […]

Continue Reading