დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე საჭმელი, სასმელი და მიუვალ მონასტრებში ჯაკუზებიანი სენაკები, მოოქროვილი გუმბათები და ძვირადღირებული ჯიპები – რას პასუხობს პეტრე კოლხი პატრიარქს

დღის სიახლეები საზოგადოება

“ოფიციალურად მილიონერ ეპისკოპოსებს თუ ასმენინებთ, მათი გული, ყური და გონება დახშურია” – ემიგრაციაში მყოფი სასულიერო პირი, დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პატრიარქ შიო მესამის გუშინდელ ქადაგებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ “რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? – რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!”.

“დიახ, პატრიარქო შიო, ღვთის სიმართლე უფრო მნიშვნოვანია, ვიდრე საჭმელი, სასმელი და მიუვალ მონასტრებში ჯაკუზებიანი სენაკები, მოოქროვილი გუმბათები და ძვირადღირებული ჯიპები….

თუ მხოლოდ მრევლისთვის ამბობთ, ეს ისედაც ასეა, რადგან ულუკმაპუროდ დგანან ტაძარში და თქვენ შემოგყურებენ….

ღმერთს მინდობილები, სასწაულის მოლოდინში არიან, იქნებ პური ჩამოვარდეს ციდან, როგორც ზეციური მანანა….

აი, ოფიციალურად მილიონერ ეპისკოპოსებს თუ ასმენინებთ, მათი გული, ყური და გონება დახშურია….

ფულის გამო ქრისტეს გაყიდიან და უკვე გაყიდეს კიდეც….

იესო კი ჩაგრულთა ღმერთია, მაგრამ ვაი, იმ ეპისკოპოსებს, ვინც ისე გარბიან ჯიპებისკენ, რომ დახმარების სათხოვნელად ათას გამოწვდილ ხელს ვერ ამჩნევენ !..” – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *