მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ სადგური-ვარკეთილის მონაკვეთში ემსახურება.
მგზავრის მდგომარეობის და მომხდარის დამატებითი დეტალების შესახებ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.
