პატრიარქი აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

დღის სიახლეები საზოგადოება

28 ივნისს, წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

“2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს”, – წერია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *