19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქებას ემსხვერპლა! – საკუთარ სახლში იყო, როდესაც ეს საშინელება დატრიალდა

დღის სიახლეები საზოგადოება

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის გოგო, რო­მე­ლიც მძი­მე დამ­წვრო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 დღე მკურ­ნა­ლობ­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლოს მკვიდ­რია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სო­ფელ თუ­ლარ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაზ­მა გა­ჟო­ნა და აფეთ­ქდა, რა დრო­საც გო­გო­ნამ სხე­უ­ლის მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვა თბი­ლი­სის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის“ სტუ­დენ­ტი იყო.

„ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის“ სტუ­დენ­ტის, ლა­მია ალახ­ვერ­დი­ე­ვის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვის გამო. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ლექ­ტო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი თა­ნა­ვუგ­რძნობთ ლა­მი­ას ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებ­სა და კურ­სე­ლებს“, – ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *