თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, 50 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება – შსს მოსალოდნელ ცვლილებებზე

დღის სიახლეები სამართალი

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, [საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით, ჯარიმების დიფერენცირება მოხდება – თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, პირი ნაკლები ოდენობის თანხით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება.

მისივე თქმით, სახელმწიფო განაგრძობს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად გამოვლინდეს და ამ გამოვლენილ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„წარმოდგენილი ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, ნაკლები ოდენობის თანხით, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. შესაბამისად, დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ტიპის ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო მაღალი გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულ სამართალდარღვევაზე ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება”, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *