იპოვეს 8 წლის ბიჭუნას ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

დღის სიახლეები საზოგადოება

ინ­გუ­შეთ­ში დას­რულ­და 8 წლის ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მაშ­ვე­ლებ­მა და მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი მდი­ნა­რე სუნ­ჟა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ტრა­გე­დია 2026 წლის 15 ივ­ნისს, ნაზ­რა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იან­და­რე­ში მოხ­და. ხი­ზირ დერ­ბი­ჩე­ვი ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მდი­ნა­რის პი­რას იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ერთ-ერთი ბიჭი ძლი­ერ დი­ნე­ბა­ში ჩა­ვარ­და და ტოტს მო­ე­ჭი­და. 8 წლის ხი­ზი­რი მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში გა­დახ­ტა. მან მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო (ბავ­შვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით უფ­რო­სებ­მა ნა­პირ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს), თუმ­ცა, თა­ვად ძლი­ერ­მა დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

ბავ­შვის სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ამ მთე­ლი რე­გი­ო­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ძებ­ნა­ში ჩა­ერ­თო ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე რო­გორც ინ­გუ­შე­თი­დან, ისე ჩეჩ­ნე­თი­დან და მე­ზო­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ანაც­ვლებ­დნენ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის და­საზ­ვე­რად, სხვე­ბი კი მაშ­ვე­ლებ­სა და მო­ხა­ლი­სე­ებს საკ­ვე­ბი­თა და წყლით უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.

პა­ტა­რა გმი­რის ცხე­და­რი 10 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც გა­დახ­ტა. პა­ტა­რა ხი­ზირ­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად შეძ­ლო მე­გობ­რის სიკ­ვდი­ლის­გან ხსნა და რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ნამ­დვილ გმი­რად დარ­ჩე­ბა.

ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *