მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა

დღის სიახლეები სამართალი

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დიდუბეში ცოტა ხნის წინ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი.

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.

თბილისში, დიდუბეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცი 35 წლის იყო

როგორც მან განაცხადა, ის შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

“პატრულმა დაგვირეკა და გაგვაგებინა. ვიცნობდი, უბრალოდ. გარდაიცვალა 35 წლის საოცარი ადამიანი, სხვა არაფერი ვიცი.

მუშაობდა და კომპანიამ გაუშვა – რეისს ასრულებდა. როგორც ჩანს, ძლიერი მუხრუჭის ფონზე მოხდა – გამოძიება იტყვის”, – განაცხადა გარდაცვლილი მძღოლის ნაცნობმა ქალმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *