ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღის სიახლეები საზოგადოება

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით.

“ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა.

როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებასა და პროგრესზე, თითოეული თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთიანობა და კოორდინირებული საქმიანობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *