ლანძღვა-გინება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა – მინისტრის მოადგილე

დღის სიახლეები პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე “სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს მუშაობით კმაყოფილია.

როგორც ის ამბობს, თუკი აქამდე ხშირი იყო სოციალურ ქსელში ლანღძვა-გინებები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა.

დარახველიძე ამტკიცებს, რომ ყველა განცხადება, რომელზეც რეაგირება მოხდა, იყო ლანძღვა-გინება და უხამსობები.

“თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულება, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯარო სივრცეში. გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული პირების უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები,” – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *