ქართველი ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

დღის სიახლეები საზოგადოება

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა.

მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში “ჰოლიდეი ინნის” შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული “აჭარა ჯგუფის” ქოლგის ქვეშ სასტუმროების ქართული ბრენდები “რუმსი” და „სტამბა“ შეიქმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *