პუტინმა ხელი მოაწერა ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ყოფილი ლიდერის მრჩევლად დანიშვნის განკარგულებას – მისი შემცვლელი მარატ კამბოლოვია

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მარატ კამბოლოვი უკვე შეუდგა. ადგილობრივი და რუსული მედის ინფორმაციით, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის თავის მრჩევლად დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

მანამდე, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 9 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ოს ხალხს კვლავ გაერთიანებაში დაეხმარება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.⁣⁣⠀
⁣⁣⠀
⁣⁣გაგლოევმა ეს განცხადება მოქალაქეებისადმი მიმართვაში გააკეთა, სადაც ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რაც დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის გადასვლასთან დაკავშირებით.⁣⁣⠀⁣⁣⠀
⁣⁣⠀⁣⁣⠀
გაგლოევის თქმით, ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი ყოველთვის რუსეთთან ერთიანობა იყო.⁣⁣⠀⁣⁣⠀
⁣⁣⠀⁣⁣⠀
„დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სანუკვარი ოცნების ასრულება – გაყოფილი ხალხის ბედის დაძლევა და „ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, დიდ რუსეთთან გაერთიანება“, – თქვა მან.⁣⁣⠀⁣⁣⠀
⁣⁣⠀⁣⁣⠀
გაგლოევმა აღნიშნა, რომ ერთი დღით ადრე იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელმაც მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაყვანა შესთავაზა.⁣⁣⠀⁣⁣⠀
⁣⁣⠀⁣⁣⠀
„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით ვიდგე“, – განაცხადა გაგლოევმა.⁣⁣⠀⁣⁣⠀

ცხინვალის რეჟიმის “კონსტიტუციის” მიხედვით, დეფაქტო პრლამენტმა 14 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ვადა, რომელიც უნდა გაიმართოს არანაკლებ 90 დღეში.

⁣⁣⠀⁣⁣⠀

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *