შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით?

დღის სიახლეები საზოგადოება

მრავალი ადამიანი ოზემპიკს წონაში დაკლებისთვისაც იყენებს, თუმცა მრავალ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა პრეპარატის ამ მიზნით გამოყენება.

რა არის ოზემპიკი?
ოზემპიკი, ასევე ცნობილი, როგორც სემაგლუტიდი, არის რეცეპტით გაცემული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებში სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. ის ასევე გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკის შესამცირებლად ქრონიკული თირკმლის დაავადების (chronic kidney disease – CKD) მქონე დიაბეტით დაავადებულებში და გულის შეტევის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად მეორე ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების მქონე პაციენტებში.

შეიძლება თუ არა ოზემპიკის გამოყენება წონაში დაკლების მიზნით?

ოზემპიკი, თავისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, ხელს უწყობს წონის კლებას. სწორედ ამის გამო, მრავალი ადამიანი დიაბეტის სამკურნალო წამალს წონაში დაკლების მიზნით იყენებს, მაგრამ არის თუ არა ასეთი მიდგომა ექსპერტების მიერ რეკომენდებული?

ოზემპიკში შემავალი აქტიური ნივთიერება, სემაგლუტიდი, ხელს უწყობს წონაში კლებას, თუმცა მხოლოდ პრეპარატი საკმარისი არ არის წონაში დასაკლებად, ამისათვის საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა – ჯანსაღად კვება და ვარჯიში. ოზემპიკი არ არის ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (Food and Drug Administration – FDA) მიერ წონაში დაკლებისთვის შესაბამის პრეპარატად დასახელებული, თუმცა არსებობს სხვა პრეპარატები რომლებიც ასევე სემაგლუტიდს შეიცავენ და სწორედ ამ მიზნით გამოიყენება.

ოზემპიკის ან სხვა პრეპარატების წონაში დაკლების მიზნით მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა სხეული მიეჩვიოს წამლებს და ასეთი მდგომარეობა გახდეს მისთვის ახალი „ნორმა“, შესაბამისად, შესაძლოა შეწყდეს წონაში კლება. ამასთან, ოზემპიკის ან სემაგლუტიდის შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შეწყვეტისას, დაკლებული წონა მალევე დაბრუნდება.

mkurnali.ge-ს მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *