სამაშველო ოპერაცია დიდუბეში – სატვირთოს მძღოლი რკინის კონსტრუქციების ქვეშ მოყვა

დღის სიახლეები სამართალი

სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებში დიდუბეში. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების  ქვეშ არის მოყოლილი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.

ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურები. 

“ტვპირველი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *