ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის […]

Continue Reading

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა მაიამიში “დიდი ოცეულის” სამიტზე შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს წინადადება DW-სთან ინტერვიუში გააჟღერა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მოლაპარაკებებისთვის ძლიერ პოზიციაშია“. მან პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა და დასძინა, რომ პუტინი თუ სამიტს დაესწრება, თავადაც მაიამიში გაემგზავრებოდა. „ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – თქვა მან გამოცემასთან ინტერვიუში. […]

Continue Reading

ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

იაგო ხვიჩია: „ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის, 32 წლის მერე ამბავი მოყვა, შეიძლება, რაღაც მოეჩვენა და ეგონა, ეს ერთი ადამიანის აღქმაა“

შეიძლება, ყველაფერი დააბრალო ბარამიძეს და მე არ გამოვდგები მის დამცველად, რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ის ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავება მის გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც შესაძლოა, არის „32 წლის წინ მომხდარის პირადი აღქმა“, […]

Continue Reading

“სადღეგრძელოს დროს ფეხზე ადგომა აიძულა, შემდეგ გაიყვანა და დანა დაარტყა…17 წლის ბრალდებულს “მრავალფეროვანი კრიმინალური” ისტორია აქვს” – პროკურორი

არასრულწლოვანის მკვლელობა ხუდადოვის ქუჩაზე – პროკურორი ქეთი სონიძე ადასტურებს “პირველების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამწვადეში დაპირისპირება სადღეგრძელოს გამო დაიწყო. როგორც სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ.-ს ჯერ სიგარეტის გამო მოუვიდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ მოზარდებთან, მას შემდეგ კი რაც ის ბიჭებმა სუფრასთან მიიწვიეს, უკვე სადღეგრძელოს გამო გაგრძელდა დაპირისპირება. ირკვევა, რომ მოკლული დავით ნარიმანიძე სუფრაზე განცალკევებით იჯდა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით […]

Continue Reading

12 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე […]

Continue Reading

ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, 94 წლის პრინცესაც გარდაიცვალა

ნორვეგიის პრინცესა ასტრიდ მოდ ინგებორგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დაზუსტებულა. პრინცესა ძმის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მეფის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მონაწილეობდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის […]

Continue Reading

გიორგი ბარამიძე დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს – პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს.  ბარამიძეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. პირდაპირი ეთერის ვიდეოში ისმის გამომძიებლის ხმა – “თქვენ დაკავებული ხართ”. პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია – უცნობია რა მოტივით დააკავეს გიორგი ბარამიძე.  ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის […]

Continue Reading