20-მდე არასრულწლოვანის ჩხუბზე სავაჭრო ცენტრში შსს-მ გამოძიება დაიწყო

დღის სიახლეები სამართალი

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *