ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს

დღის სიახლეები საზოგადოება

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს, რომელიც 27-დან 29 ოქტომბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, 27 ოქტომბერს გულრიფშისა და გალის რაიონებში ანიმატორ სერგეი ანტონოვთან მასტერკლასები და შეხვედრები გაიმართება, ხოლო ბიჭვინთაში ფოტოგამოფენა „წარმატების ტერიტორია: ბუნების მიერ მოცული“ და მოდის ჩვენება გაიხსნება, იუწყება „სპუტნიკ აბხაზია“.

28 ოქტომბერს სერგეი ანტონოვთან შეხვედრები გაგრასა და გუდაუთაში გაგრძელდება, ხოლო ფესტივალის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმში, სახელმწიფო ფილარმონიაში მოდის ჩვენება იქნება.

„აფხაზეთში ფესტივალი უკვე კარგი ტრადიციაა, მაგრამ წელს გაფართოებული პროგრამა შემოვიტანეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა გაიგოს ჩვენი საერთაშორისო პროექტების შესახებ, შთაგონებული იყოს შედეგებით და შეძლოს მომავალ სეზონებში მონაწილეობა.“

– იულია ციგანოვა, „წარმატების ტერიტორიის“ პროექტების ავტორი და პროექტის მენეჯერი.

ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *