პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ერთ რჩევას აძლევს: წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული
“ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არც გვქონია და არც გვაქვს! ჩვენ მის ადვოკატებთანაც კი ვერ მოვახერხეთ კომუნიკაცია. არადა, არაფერი გვჭირდებოდა. უბრალოდ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული ანუ ღარიბაშვილმა უნდა წეროს იმაზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას”, – აღნიშნა ინაშვილმა.



