სასამართლომ, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანი […]

Continue Reading

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Continue Reading

პარლამენტს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში წარედგინა

საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წლიური ანგარიში წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტს ანგარიშს თავად ივნისის ბოლომდე წარუდგენს, თარიღი კი დაკონკრეტდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. მთავრობის ცნობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ციფრული მმართველობის, საჯარო სერვისების მოდერნიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 […]

Continue Reading

სტალინის საიდუმლო ღვინის სარდაფი, რომელიც 40 000 ბოთლს იტევდა, პირველად გაიხსნა

პირველად გაიხსნა იოსებ სტალინის კუთვნილი შესანიშნავი ღვინის კოლექცია. საქართველოს მთავრობა, რომელიც ამჟამად ამ უნიკალური საცავის მეურვეა თბილისში, დაახლოებით 40 000 ფრანგული და ქართული იშვიათობის აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ “ინდეფენდენტი” წერს. კოლექციაში არსებული ზოგიერთი ბოთლი მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში ღვინის ახალი საგანმანათლებლო სკოლის დაარსებას მოხმარდება.ირაკლი გილაურმა, Gilauri Wines-ის მფლობელმა, რომელიც ამ […]

Continue Reading

ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა – მედია

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ირანმა და „წინააღმდეგობის ფრონტმა“ – რომელიც მოიცავს მის შიიტ მოკავშირეებს იემენში, ლიბანსა და ერაყში – დასახეს გეგმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებისა და სხვა […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევრო გახდა

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევროს მიაღწია. მანამდე მისი ღირებულება 90 მილიონ ვროს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს დაეუფლა. 31 მაისს კი უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ […]

Continue Reading

ორი დღის წინ სუს-მა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით – მამუკა მდინარაძე

სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება – რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება. მისი თქმით, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო […]

Continue Reading

დენგეს ვირუსის ჩვენს ქვეყანაში გავრცელების რისკი არ არის – პაატა იმნაძე

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება, წელიწადში რვამდე იყოს. მან პირველ არხს განუცხადა, რომ პაციენტი, რომელსაც საქართველოში დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური […]

Continue Reading

“ეს სჭირდება მომავალ თაობებს” – მმართველი პარტია სიძულვილის ენისგან გაწმენდაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა დაანონსდა, გამოჩნდა, რადიკალურ ჯგუფებს და იმ ადამიანებს რა რეაქცია ჰქონდათ, რომლებმაც ზიზღი და სიძულვილის ენა ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს. იონათამიშვილის თქმით, ის, ვინც სიძულვილის ენას ირჩევს, რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ოპონირებისას ამჯობინებს ზიზღს, ძალადობას და უარს […]

Continue Reading

ვაშა და ყოჩაღ ამხანაგებო! ვაი თქვენს პატრონს “ქართულო ოცნება“! – “ლელო”

დღეს „ქართული ოცნების“ სასიქადულო ხელისუფლებამ ქართული ავტოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა – ყველა დროის ყველაზე უმორალო “ქართული ოცნების” მთავრობამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საკუთარი “მორალის პოლიცია“ შექმნა! ვაშა და ყოჩაღ ამხანაგებო! ვაი, თქვენს პატრონს “ქართულო ოცნება“! – ამ განცხადებით ეხმაურება პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების […]

Continue Reading