გურჯაანში მცხოვრები ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი, მარიამ ბეჟაშვილი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უხუცესი ვეტერანი სოფელ ჭანდარში ცხოვრობდა. პროფესიით ექთანი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 17 წლის ასაკში, ფრონტის წინა ხაზზე წავიდა და დაჭრილი და დაშავებული ადამიანების გადასარჩენად მუშაობდა.
მარიამ ბეჟაშვილი რამდენიმე თაობას მოესწრო და სიცოცხლის ბოლომდე მეორე მსოფლიო ომის მოგონებებს ინახავდა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
