აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ

დღის სიახლეები ეკონომიკა

აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ახალ ენერგეტიკულ დერეფანს ავითარებენ.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა პროექტს „TANAP-ის ელექტრო ვერსია“ უწოდა.

პირველ ეტაპზე ისინი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის 700 მეგავატიანი თურქეთ-საქართველოს ინტერკონექტორის.

ასევე მუშავდება ნახჭევან-თურქეთის ელექტროკავშირი და აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემებს შორის კავშირის შესწავლა მიმდინარეობს.

მომავალში, პროექტი შესაძლოა ყაზახეთსა და უზბეკეთში მწვანე ენერგიის ინიციატივებთან იყოს ინტეგრირებული.

“სპუტნიკ-აზერბაიჯანი”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *