გიორგი ბარამიძე დააკავეს

დღის სიახლეები სამართალი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს – პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს. 

ბარამიძეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. პირდაპირი ეთერის ვიდეოში ისმის გამომძიებლის ხმა – “თქვენ დაკავებული ხართ”.

პროკურატურას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია – უცნობია რა მოტივით დააკავეს გიორგი ბარამიძე. 

ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

  • შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ. 

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *