“მე ჩემი პრინციპები მაქვს” – რას წერს ლალი მოროშკინა თავის წარსულზე და რატომ მოუბოდიშა მას ირაკლი ღარიბაშვილმა

დღის სიახლეები საზოგადოება

“თუ ნერვები გეყოფათ” – მწერალი, პროფესორი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქართველ პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ საკუთარ ურთიერთობასა და მათთან დამოკიდებულებაზე ვრცელ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს.

“თუ ნერვები გეყოფათ…

“არ ავნო”! Primum non nocere!

ეს ურყევი და ჰუმანური პრინციპი სამედიცინო სფეროს ეთიკის კოდექსის ნაწილს წარმოადგენს.

რამდენჯერაც ამიღია კალამი ხელში, (ან კლავიატურა) იმდენჯერ მიფიქრია, რაღაც ისეთი არ შემომეწეროს, რომ ვინმეს ვავნო.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, მე ჩემი პრინციპები მაქვს.

ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის უბრალოდ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე როდია, რომ არა მისი ძალისხმევა დღეს დიდი ხნის ემიგრანტი ვიქნებოდი, ჩემი შვილები უჩემოდ გაიზრდებოდნენ, დედაჩემი კი ამ ამბით დათრგუნული იქნებოდა კი ცოცხალი?ჭორვილაში, დედის სატირალში მისულმა თანაგრძნობასთან ერთად გულწრფელი მადლობა გადავუხადე.

მისი ოჯახი ჩემთვის ხელშეუხებელია

ეს მადლიერებაზე მეტია! მინდა ორიოდ სიტყვა ედუარდ შევარდნაძეზე ვთქვა. მე მისი ყველაზე ახალგაზრდა კადრი ვიყავი.პირადად საათობით მესაუბრებოდა კანცელარიის ბოლო სართულზე, გულწრფელად

მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, რაც მერე ჩემი მემუარების ნაწილი გახდა. ვიღაცისთვის ის პრეზიდენტი იყო, ჩემთვის კი ცხოვრების გზამკვლევი, რომელმაც 31 წლის გოგოს ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი, სახ.მინისტრის მოადგილე კონფლიქტებში.მან ჩემში მომლაპარაკებლის ნიჭი აღმოაჩინა, რაც შემდეგ სასჯელაღსრულებაში ძალიან გამომადგა.

მიშა სააკაშვილი და მე სკოლის პერიოდიდან ვიცნობთ ერთმანეთს.

გიული დეიდასთან და მის უსაყვარლეს დასთან სახლში ჩაიც დამილევია, და კიდევ, მამაჩემი და მე პირველები მივედით ძია ნიკასთან, ინფარქტი რომ დაემართა. (მამა და ნიკა სტუდენტობის მეგობრები იყვნენ). მე ვერასოდეს ვიკადრებ აღვირახსნილ კამპანიას ვერც მიშას მშობლებზე და ვერც მის პირადზე.

პოკიტიკა-პოლიტიკაა.

ეთიკა-ეთიკა!

ნიკა გვარამიას მეუღლის უკეთილშობილესი დედა, დეიდა მანონი და ბებიაჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

მანონი ბებიას მოადგილე იყო ვაჟაზე #49 აფთიაქში.

ეს ურთიერთობა თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე მეტი იყო. ბებიას პანაშვიდზე ფეხმძიმე სოფო ბოლომდე ჩვენთან ერთად იზიარებდა მწუხარებას-აქაც.წითელი ხაზებია.

რადგან მე და ლაშა ნადარეიშვილმა უმძიმესი წლები ერთად გავიარეთ და ჩემი ყველაზე მწვავე სტატიები ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ “ასავალ-დასავალში” იბეჭდებოდა, მასზე აუგს ვერ მათქმევინებთ.

დათო ბაქრაძე 8 აგვისტოს ჩემთან, ვაკეში ამოვიდა სრულიად დაკარგული და გაუბედურებული…ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ირმა ინაშვილი და თარხან მოურავი ლამის ოჯახის წევრები არიან და ამ სიყვარულს არ დავთმობ.

გიგი წერეთელთან უანგარო მეგობრობის წლები მაკავშირებს,

გიორგი ყარყარაშვილი, ხომ საერთოდ ჩემი სისხლი და ხორცია.

ჩემი დიდი მეგობარი, ნათესავი და მესაიდუმლე.

სოზარ სუბარს, სასჯელაღსრულების მაშინდელ ადმინისტრაციას და მე ისეთები გადაგვიტანია ციხეებში გახსენებაც მზარავს. ბეწვის ხიდზე გავდიოდით თითო პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ვერასოდეს ვიქილიკებ კოლეგა ჟურნალისტებზე, იმიტომ რომ ყველამ ერთად პირველ არხზე ავიდგით ფეხი და გვწამდა რომ ეს მეგობრობა საუკუნოვანი და ურყევია.

არ დამავიწყდება ჩემი დიდი მეგობრის დავით თევზაძის სახე, სალომე ზურაბიშვილთან სასახლეში გამწარებულ ხალხს რომ მივუძღოდი… ერთის მხრივ მისი მოვალეობა პრეზიდენტის დაცვა იყო, მეორეს მხრივ თვალებით მელაპარაკებოდა. ორივეს გვესმოდა რომ ჭყლეტაში, შესაძლებელია უბედურება მომხდარიყო…

ძალიან საინტერესოდ მახსენდება კოკო გამსახურდიასთან და რამოდენიმე გულანთებულ პატრიოტთან ერთად ავსტრიაში შეხვედრები, თუმცა მანამდე ჩემი მამინაცვალი თალეს შონია და ზვიად გამსახურდია წლებია მეგობრობდნენ და ზუსტადაც თალესი გააგზავნა ზვიადმა ნასაში, როგორც საქართველოს გამოჩენილი მეცნიერი, ხოლო 1993 წელს საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარებინა საქართველოში, სადაც მონაწილე, ორგანიზატორი და თარჯიმანი ზუსტადაც რომ კოკო გახლდათ.

ეს შეიძლება დაგავიწყდეს?

როგორც დიდი ცრემლი იღვენთება ჩემს მეხსიერებაში ნანა გაგუა, რკინის ქალამნებით, ყაზბეგში, პატრიარქთან შეხვედრაზე, სადაც ამა ქვეყნის მაშინდელი ძლიერნიც იყვნენ.. ნანა ფურცლებით ხელში ხელმოწერებს აგროვებდა ერთადერთი თხოვნით ქმრის, მალხაზ გულაშვილის და მათი ვაჟის ნაცების საშინელი დილეგიდან დასახსნელად.

… და რამდენმა არ მოაწერა ხელი!!!!!!

მე და ნუნუკა თამაზაშვილი გლდანის ციხეებთან ვათენებდით და ვაღამებდით.

დამეფიცება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის კარი ერთხელაც არ შემიღია და არც არაფერი მითხოვნია. მხოლოდ ერთხელ შევხვდით “პარაგრაფში” პირველ და მეორე პრემიერობის შორის , სადაც ძალიან თბილად მომიკითხა და მითხრა, შენს მიმართ ყურადღება არ გამომიჩენია, ბოდიშიო.. მე ამ ოჯახის თავდაუზოგავი ბრძოლა მახსოვს იმ დასაწვავ გლდანის ციხესთან….

ეს ის ციხეა სადაც ორი ქალი მე და ლალი აფციაური ბუნტის შეჩერებას ვცდილობდით, ჩვენს ყკან კი ჩამუხლული რობოკოპები ხელებს იფშვნეტდნენ მსხვერპლის მოლოდინში.

გაუცრუვდათ იმედები!!!!

ჩვენ ორმა ქალმა შევძელით ბუნდი, სარკმელებში ანთებული სანთლებით შეგვეცვალა, სულ რამოდენიმე დღეში კი ნანატრი 1 ოქტომბერი დგებოდა…

დილის 7 საათი და რუსო რჩეულიშვილის ზარი.

-ლალიკი, დიდი მადლობა, როგორ გამიცოცხლე ზაზა (დარასელი)

რუსო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2009 წელს, “მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” წაიკითხა და აზრი გამოთქვა. ეს მაშინ გმირობის ტოლფასი იყო!

ბნელი, მოდულის სარდაფი. უფანჯრო, უჰაერო…უადვოკატო! მე შიმშილიბის მე-8 დღეს ყურში ჩამესმა გივი სიხარულიძის ხმა

-შვილთან შემიშვით,თქვენი…

ასე მეგონა ჰალუცინაციები დამეწყო.

გივიმ შეძლო ახალაიას დარწმუნება, რომ საკვების, ჰაერის, ადვოკატის და კომუნიკაციის გარეშე მოვკვდები.

სულზე მიმისწრო..

მიყვარხარ გივი❤️

კახი კალაძე- ვიღაცისთვის მერი, ჩემთვის კი ძმაზე გულდამწვარი და დედაზე უზომოდ შეყვარებული ცრემლიანი, კეთილი ადამიანი…

ირაკლი კაკაბაძე მენატრება და სიღნაღში ჩემთან, მაჰათმა განდის საღამოები…

გიორგი კანდელაკი, მსოდლიო ჩემპიონი დაიჭირესო!!!! -აჭრელდა პრესა.

და რა? ავყოლოდი სეირის მაყურებლებს, თუ ქვეშიდან გამოძრომის რეკორდი დამემყარებინა?

დავდექი და ვიდგებოდი მის გვერდით ბოლომდე, იმიტომ რომ ის სიყვარული მიყვარს, რომელიც არსად არ მიდის, თუ ადამიანი ხარ.

ნუგზარ ფოფხაძე -დიდი მასწავლებელი და დიდი, უღალატო მეგობარი, ნათია ფოფხაძე და ჩემი და სოფო, მეჯვარეები და ნათელმირონები.

უგონოდ მენატრებიან “აქუები”, რაც იმ პატარა სტუდიაში გადაგვიტანია…

მამა ილია (სანდრო კავსაძე) რომელმაც თავის დროზე უკომპრომისო ბრძოლა მასწავლა, დღეს კი ჩემი სულის გადასარჩენად სვეტიცხოველში ლოცვებს აღავლენს….

ჩემი მეხსიერების ბარათი კიდევ ბევრ პერსონაჟს იტევს, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიდიოდნენ და მოდიოდნენ,

სალამი ღვთისაა,

მეგობრობა უფლისგან მონიჭებული სასწაული.

ზოგჯერ ბავშვობის მეგობრები ვერ მოგყვებიან,

ზოგჯერ კი ახლად გაცნობილები უახლოესი ადამიანები ხდებიან,

მაგრამ!!!

ვისთან ერთადაც სუფრაზე მჯდარხარ, სატირალში მდგარხარ, საავადმყოფოში სისხლი გადაგისხია, ან გამოუვალ მდგომარეობაში ერთი სიტყვით მაინც უნუგეშიხარ,

მათი გაწირვა არ შეიძლება!

პოლიტიკა წარმავალია.

ადამიანობა მუდმივი.

შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მთავარია საკუთარ თავთან არ ვიცრუოთ.

დღეს თითქოს ადამიანების ახალი ჯიშის გამოყვანას ვესწრებით.

უსულო, მერკანტილური, კარდონის შუბლით, 0-მეხსიერებით და წარმოუდგენელი სისასტიკით მოყვასის მიმართ.

არადა რა მარტივია სხვაგვარად ყოფა.

შენი სოფელი, შენი კერა, შენი ოჯახი, ცოტა მოთმინება, რომ პირველივე წამს ვინმეს ლახვარი არ დასცე და ცოტა სიყვარული, რომ გვერდზე მჯდომი არ გაწირო, თუნდაც იმიტომ რომ შემდეგი შენ ხარ!

და ბოლოს გირჩევთ რიჩარდ მეთისონის “ამანათი” გადაიკითხოთ.

ან საკულტო ფილმი “The box”

ნახოთ. სიუჟეტი ძალიან გავს დღევანდელობას.

ახალგაზრდა წყვილთან მოაქვთ ამანათი და სთავაზობენ ღილაკს ხელი დააჭირონ, რაშიც ისინი მილიონ დოლარს აიღებენ, უბრალოდ საპირწონედ, სადღაც ერთი კაცი მოკვდება…

რაც იქ ხდება გაგაოცებთ….

თუმცა რაც აქ ხდება არანაკლებად მაოცებს.

თქვენი ლ.მ.”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *